აკვეთილის თემა
|
მოძრავი თამაშები
|
სწავლების საფეხური/დისციპლინა ან ინტეგრირებულისაგნების დასახელება
|
მე-3 კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
30 - ბავშვი
|
აქტივობის მიზნები და მისაღწევიშედეგები
|
ფიზიკური აღზრდა აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის.რაც დაწყებით და საბაზო განათლების ძირითად მიზანს წარმოაიდგენს.სპორტის დანერგვის მიზანია მოზარდმა გააცნობიეროს ,რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად აუცილებელია:შემდეგი;ფიზ განათლება და სპორტი,აქტიური შრომა და დასვენება,რაციონალური კვება,პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა,მავნე ჩვევებზე უარის თქმა,ადამიანებთან ურთიერთბა,თანაცხოვრების პრინციპის დაცვა,უმწეოთა მიმართ თანაგრძნობა.
მიზნები. 1.მოძრავი თამაშის საშვალებით ფიზიკური თვისებების (მაგ;სისწრაფის,გამძლეობის,მოქნილობის,გამძლეობის) განვითარება.
2.ტაქტიკის დახვეწა,ტაქტიკური მოქმედებების შესწავლა.
3.სათამაშო პრაქტიკის გამდიდრება.
4.ადეკვატურად აღიქვან მოგება და წაგება.
|
ეროვნული სასწავლო გეგმითგანსაზღვრული მისაღწევიშედეგი/ინდიკატორები
|
ს.პ. მე-3.ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები როგორიცაა;მიზნის დასახვა,გადაწყვეტილების მიღება,მიზანდასახული მოქმედება,ადამიანებთან ურთიერთობა.
1.იცავს თამაშის წესებს და ეტიკეტს.ღირსეულად ხვდება როგორც მოგებას ისე წაგებას.
2.პატივისცემით ეპყრობა სხვა მოთამაშეებს.
|
თანმიმდევრობა
|
აქტივობა l მოსამზადებელი ნაწილი (10 წთ)
1) ერთ რიგად მოწყობა,სათანადო ბრძანებები (სწორდი,სმენა და ა.შ.)რიგზე გათვლა,პატაკის ჩაბარება,მისალმება,გაკვეთილის ამოცანის გაცნობა.
2) სიარული მოედნის გარშემო,მწყობრი ნაბიჯით.
3) სიარული ადგილზე ნელი ტემპით.
მოწყობა ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშებისთვის: 1. კისრის,მხრის,წინამხრის,მაჯის,ხელის მტევნის ვარჯიშები. 2. ტანის ვარჯიშები. 3. ქვედა კიდურების ვარჯიშები.
აქტივობა ll ძირითადი ნაწილი (30 წთ)
თამაში: „მხიარული სტარტები“ კლასი გავყოთ 2 გუნდად (მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე). მანძილი დგარამდე 15-20 მეტრი.
4. ბაგირის გადაძალვა: ორად გაყოფილი გუნდი დგას ერთმანეთის საპირისპიროდ და უჭირავთ ბაგირი.მასწავლებლის ნიშანზე გუნდები იწყებენ ბაგირის გადაძალვას.რომელი გუნდიც ხაზიდან გადაძალავს გუნდის პირველ მოთამაშეს მაინც,გამარჯვებაც მათ ეკუთვნით.
აქტივობა lll დასკვნითი ნაწილი (5 წთ )
თამაშის შედეგის გამოცხადება.
ჯგუფის მოწყობა.
მოსცავლეთა აქტივობის შეფასება.
|
შეფასება
|
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი მეთოდის შეფასებით.
1. გაკვეთილზე ჩართულობა და აქტივობა.
2. მოქმედებს სხვებთან საერთო სპორტული მიზნის მისაწევად.
3. გუნდური თამაშისას დისციპლინის დაცვა.
|
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
|
სპორტული ინვენტარი : 1) კალათბურთის ბურთი 2 ც. 2) ამანათის ჯოხი 2ც. 3) დგარები 12 ც. 4) ტომარა 2ც. 5) ბაგირი. 6) სასტვენი.
|
გაკვეთილის გეგმა
Abonnieren
Posts (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen